კომპანია „სამშენებლო ექსპერტიზის ცენტრი“-ის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ
ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით შემდეგ სფეროში:
  1. სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
  2. ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება;
  3. ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესსტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება;

კომპანიის ISO აკრედიტაცია არის გარანტია იმისა, რომ ჩვენს მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიშები მისაღები იქნება ნებისმიერი სახელმწიფო ინსტანციისთვის, მათ შორის სასამართლოსთვის. კომპანიის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი კონსულტაცია ჩვენი სპეციალისტებისგან: info@expertiza.com.ge
სამშენებლო სამუშაოთა ტექნოლოგიის დაცვის საკითხი, უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ბევრი სამშენებლო კომპანიის მისწრაფება უზომოდ შეამციროს მშენებლობის ხარჯები სამშენებლო მასალების ხარისხის ხარჯზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, ტექნიკური რეგლამენტების დაუცველობა იწვევს დასრულებული ობიექტების დაბალ ხარისხს,ობიექტის ექსპლუატაციის დროს მრავალი დეფექტის აღმოჩენას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ავარიები და თანმდევი ფინანსური ზარალი. ამას ემატება მშენებლების მიერ ჩატარებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების მოცულობისა და ფასების ხელოვნურად გაზრდის საყოველთაო ტენდენცია;
ჩვენი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობა მიმართულია შედეგზე და პასუხობს დამკვეთის (ინვესტორის, დეველოპერის) ინტერესებს მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი